logo_geo
eng_logo
საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
- +

11 დეკემბერი. 2016. 11:17


 


საქართველო 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 9 დეკემბერს გამართულ უეფას აღმასკომის სხდომაზე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეს ძალიან დიდი წარმატება და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის წინსვლისთვის.


მოხარულები ვართ, რომ უეფამ, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, სწორედ საქართველო შეარჩია ევროპის 19-წლამდე ქალთა ჩემპიონატის მასპინძლად. ეს ძალიან დიდი წარმატება და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ჩვენს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის წინსვლისთვის. სასიხარულოა, რომ მომავალ წელს ამავე ასაკში ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, 2020 წელი კი ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტური და საფეხბურთო ზეიმი იქნება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.




 

right_banner
არქივი
right_banner