logo_geo
eng_logo
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი გუნდი დაასახელა
- +

19 დეკემბერი. 2016. 23:15


 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას მისი გუნდის წევრები წარუდგინა.


გამარჯვების შემთხვევაში ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი რომან რურუა იქნება, გენერალური მდივანი კი მაია აზარაშვილი.


„ჩვენი ოლიმპიური ცხოვრება დაიწყება 24 დეკემბერს, გამარჯვების შემთხვევაში. უამრავი სიახლე იქნება, ისეთი, რომელიც შეიძლება ძალიან განსხვავებული არ იყოს ოლიმპიური ქარტიიდან, მაგრამ აუცილებლად ვნახავთ სიახლეებს.

 

ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ოლიმპიური ნაკრები, რომელიც წავა ტოკიოში, აუცილებლად იყოს ერთი ბურთიანი სახეობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც 210 ქვეყნიდან სადღაც 40 ქვეყანას შორის ხვდება ხოლმე და უნდა გაგვაჩნდეს ამბიცია, რომ ოლიმპიადაზე იყოს ერთი ბურთიანი სახეობა, თუნდაც 7კაცა რაგბი, წყალბურთი, კალათბურთი თუ ა.შ.

 

ჩემი და ჩემი გუნდის სლოგანი არის - „ჩვენ ამას გავაკეთებთ უკეთ".

 

ჩემი გუნდის წევრები იქნებიან რომან რურუა, მაია აზარაშვილი, მერაბ ჩიქობავა, ლევან გაბრიჩიძე და ზაზა ხეჩუაშვილი",- განაცხადა მეძმარიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 23 დეკემბერს 12 საათზე სასტუმრო „რედისონში" გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი მიიღებს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის კი 2 კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძლარიაშვილი მიიღებენ.


 

right_banner
არქივი
right_banner