logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი: ასე გადაწყვიტა სპორტულმა სამყარომ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ
- +

26 დეკემბერი. 2016. 20:58


 

„ეს იყო გამჭვირვალე არჩევნები, სადაც არავინ არავის არაფერს აძალებდა",- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით არჩევნებში არაფერი გასაბრაზებელი და საწყენი არ არის.


„ეს იყო გამჭვირვალე არჩევნები, სადაც არავინ არავის არაფერს აძალებდა. ასე გადაწყვიტა სპორტულმა სამყარომ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. იყვნენ, როგორც უნდათ ისე. არაფერი საწყენი და გასაბრაზებელი აქ არ არის",- განაცხადა მეძმარიაშვილმა.


მეძმარიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ლერი ხაბელოვსა და მის გუნდთან თანამშრომლობას არ აპირებს.


„საზოგადოება თბილისელის" თავმჯდომარე ვარ. საკმაოდ სერიოზული საქველმოქმედო საზოგადოებაა უამრავი გაკეთებული საქმით და მივხედავ ჩემს საქმეს. არ დავიკარგები",- განმარტა მეძმარიაშვილმა.


 

right_banner
არქივი
right_banner