logo_geo
eng_logo
ჭიდაობის ახალი ეპოქა გეგა გეგეშიძის გადაწყვეტილებით რეგიონიდან დაიწყო
- +

9 იანვარი. 2017. 19:39


 

 

 

 

გეგა გეგეშიძე რაჭაში დღეს, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, თავისუფალჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და ხვალ დასრულდება.



საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობისფედერაციის პრეზიდენტისრანგში, პირველად დაესწრო. გეგა გეგეშიე, რომელიც აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტდ 17 დეკემბერს აირჩიეს. სწორედ მისი ინიციატივითა და გადაწყვეტილებ ითიმართება,პირველად ამბროლაურის რაიონში ბრძოლა სქართველოს პირველობისთვის.საჭიდაო კლუბში "ფალავანი" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილე შეიკრიბა.გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე აუდიტორიას,სიტყვით სწორედ გეგაგეგეშიძემ მიმართა და აღნიშნა,რომ დღეს, რაჭაში ახალი, ეპოქა დაიწყო ჭიდაობის დიდი და ძლევამოსილი ოჯახის წარმატებისთვის და  ამას ყველამოჭიდავე ძალიან მალე,ნათლად და ხილულად იგრძნობს.მან ასევე რეგიონში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას მოუწოდა რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონს პორტის ამ სახეობაში,ვინაიდან ის ჭიდაობის განვითარებაზე მუშაობას,სწორედ რეგიონებიდან გეგმავს. საქართველოს ჩემპიონატის 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გახსნის ორიგინალური ცერემონიალის შემდეგ,ოლიმპიურმა პრიზიორმა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმ ადამიანებისთვის,ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი,რა აკეთოს და სპორტის რომელი სახეობა უნდა აირჩიოს მასტერკლასი ჩაატარა.


„ემოციური კავშირი და უწყვეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან - მოჭიდავის წარმატების მთავარი გარანტია", - აღნიშნა ცნობილმა მოჭიდავემ.



ჩემპიონატი ხვალ დასრულდება და გამარჯვებულები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.



23-წლამდე ასაკის სპორტსმენტა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღის ფინალისტები გახდნენ:

57 კგ - ლევან მურცხვალაძე - რამაზ თურმანიძე

66 კგ - ივერი ჯულაყიძე - შმაგი თოდუა

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე - ნიკოლოზ კენჭაძე

97 კგ - გივი მაჭარაშვილი - როლანდ ანდრიაძე



 

 

 

 

 

 









 

right_banner
არქივი
right_banner