logo_geo
eng_logo
NBA: ALL-STAR 2017 - ის გამოკითხვაში შეცდომით დაწერილი გვარებიც ჩაითვლება
- +

10 იანვარი. 2017. 03:50


 

 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) „ყველა ვარსკვლავთა მატჩის" გამოკითხვაში იმ ხმებსაც გაითვალისწინებს, რომლებშიც მოთამაშეთა გვარები შეცდომითაა მითითებული.


მოგეხსენებათ, ამგვარი რამ საკმაოდ ხშირად ხდება და ამის გამო, ხმების გარკვეულ ნაწილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრი ზაზა ფაჩულიაც კარგავს.


ლიგის აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად „მილუოკი ბაქსის" ბერძენი ლეგიონერი იანის ანტეტოკუნმპო გაიხარებს, რომელმაც ამ დღეებში აღნიშნა, ხალხს ჩემი გვარის სწორად დაწერა რომ არ უჭირდეს, ამ დროისთვის რამდენიმე მილიონი ხმა მექნებოდა მიღებულიო.


შეგახსენებთ, რომ  ALL STAR - ის გამოკითხვის პირველი შედეგები 5 იანვარს გამოქვეყნდა და ფაჩულია 439 675 ხმით დასავლეთის კონფერენციის წინა ხაზში მე-2 ადგილზეა.


მე-2 შუალედური შედეგები 13 იანვარს გამოქვეყნდება, ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება.


წყარო http://sport.adjara.com/

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner