logo_geo
eng_logo
შს სამინისტრო სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა
- +

6 აპრილი. 2017. 20:33



შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა MIA Force-მა სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.


ღონისძიების ფარგლებში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის კუთხე მოეწყო. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, სპორტული კლუბი MIA Force-ის წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია სტუმრებს TCR international-ის ჩემპიონატზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე, საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა და კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომომასალა გადასცა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, როგორც ახალგაზრდებს შორის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას. შს სამინისტროს სპორტული კლუბების წევრები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები არია 

 

right_banner
არქივი
right_banner