logo_geo
eng_logo
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები „ა“ დივიზიონშია!
- +

20 აგვისტო. 2017. 00:42


საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბე" დივიზიონის გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 64-63 მოუგო და მომავალ სეზონში „ა" დივიზიონში ითამაშებს.


შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ. ჩვენმა ნაკრებმა მესამე მეოთხედში მეტოქეს 27-5 აჯობა და დასკვნით მეოთხედს 7 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა. გადამწყვეტ 10 წუთიან მონაკვეთში კი მეტოქე ერთ ეპიზოდში 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა ანატოლი ბერიშივლის გუნდმა შეძლო მობილიზება და თამაში მოიგო.


შეხვედრის დასრულებამდე ორი წამით ადრე, ჩვენი გუნდის ლიდერმა რატი ანდრონიკაშვილმა, ორ ქულიანი ტყორცნა გამოიყენა და საქართველოს გამარჯვება მოუტანა. ანდრონიკაშვილმა საბოლოო ჯამში 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. ფეიქრიშვილის მონაგარმა კი 21 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ახალი სეზონიდან უძლიერეს ნაკრებებს შორის იასპარეზებს.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner