logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

21 აგვისტო. 2017. 15:51



ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.


ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე + 65 წლის ასაკის ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.


მეორე ადგილზე 4,5 ქულით ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი), ხოლო მესამეზე 3 ქულით ირინა კაბანოვა (რუსეთი) გავიდა.


ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ, რომელმაც 7 ქულა მოაგროვა, ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი) ჩამორჩა.


 

right_banner
არქივი
right_banner