logo_geo
eng_logo
საქართველომ „აკროპოლისის თასი“ გამარჯვებით დაიწყო - საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი 72:71 დაამარცხა!
- +

24 აგვისტო. 2017. 00:18


საბერძნეთში, „აკროპოლისის თასის" პირველ შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთი 72:71 დაამარცხა.


შეხვედრის პირველი ტაიმი ბერძნებმა 37:33 მოიგეს.


მეორე ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, საბერძნეთი ორი ქულით იყო წინ, თუმცა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 18 წამით ადრე, გიორგი ცინცაძემ სამქულიანი სროლით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. საბერძნეთს ერთი შეტევის დრო ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ბოლო სროლა პრინტეზისმა გააფუჭა.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულასა და რვა მოხსნას მოუყარა თავი.


კარგად ითამაშა გიორგი ცინცაძემაც, მის ანგარიშზე 13 ქულა, ხუთი შედეგიანი გადაცემა და ორი ჩაჭრა იყო.

თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გააკეთა - 14 ქულა და 11 მოხსნა.


მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner