logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატის განაცხადში იქნება
- +

25 აგვისტო. 2017. 23:32


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატის განაცხადში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის პრესატაშეს ირაკლი პერტაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდთან ერთად ათენში "აკროპოლისის თასის" გათამაშებაზე მიღწეულ წარმატებას ზეიმობს.


ზაზა ფაჩულია კოჭ-წვივის ტრავმას მკურნალობს და ნაკრებთან ერთად მსუბუქად ვარჯიშობდა.


 

right_banner
არქივი
right_banner