logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
- +

29 აგვისტო. 2017. 22:22


ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-მ, პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მძიმეწონოსანი, გენო პეტრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა.


პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10-8 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.


2016 წელს გორელი ფალავანი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ქართველ გოლიათს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს პრეზიდენტმა, ნენად ლალოვიჩმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს, დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცა.


 

right_banner
არქივი
right_banner