logo_geo
eng_logo
პრემიერმა ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა
- +

31 აგვისტო. 2017. 12:24


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში გაჩენილი არაერთი ხანძრის შედეგების შეფასების შემდგომ ქართველ სპორტსმენებზე ისაუბრა და გამარჯვებები მიულოცა.


„ამ დღეებში იყო ძალიან ბევრი წარმატება სპორტის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს. იყო სამი ისტორიული გამარჯვება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერთდროულად გვყავს ორი მსოფლიო ჩემპიონი - გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობაშვილი. მე კარგად მახსოვს, როცა გენო პეტრიაშვილმა რიოში ვერ მიაღწია იმას, რაც მას უნდოდა, ეს იყო უდიდესი იმედგაცრუება პირადად მისთვის. მე მინდა მივულოცო მას ეს წარმატება. თავიდან ბოლომდე ვუყურე და ძალიან რთული ბრძოლა იყო. ასევე ზურა იაკობაშვილს უნდა მივულოცო გამარჯვება. ვერცხლს დაეუფლა ჩეხეთში ჩემპიონატზე კანოისტი ზაზა ნადირაძეც. ზაზაც მიიწევს წინ და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სპორტის ამ სახეობაში, რომელიც არ არის მაინცდამაინც ტრადიციული საქართველოსთვის, ასეთი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. ასევე მოგეხსენებათ, ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა მოიპოვა აკროპოლისის თასი. ეს არის კარგი სტარტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისი. ასეთია ჩვენი ცხოვრება, გვაქვს სიხარულებიც, გვაქვს გამოწვევებიც და მე მგონია, რომ ერთიანობით არის მისაღები როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner
არქივი
right_banner