logo_geo
eng_logo
საქართველო-ლიტვა, დაძაბული მატჩი ქართველების გამარჯვებით - 79:77დასრულდა!
- +

31 აგვისტო. 2017. 21:33


საქართველომ „ევრობასკეტის" პირველ მატჩში ლიტვა ანგარიშით79:77 დაამარცხა. მატჩის პირველი მეოთხედში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა და ფრედ 18:18 დასრულდა.


მეორე მეოთხედში ლიტველებმა მოახერხეს 5 ქულიანი უპირატესობის მოპოვება და ტაიმი 39:34 დასრულდა.


ძალიან დაძაბული გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი.  მესამე მეოთხედი ქართველებმა შვიდქულიანი უპირატესობით 25:18 მოიგეს.


ბოლო მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა.


შეხვედრის დასრულებამდე 20 წამი იყო დარჩენილი, როდესაც მაიკლ დიქსონმა გუნდი ოთხი ქულით წინ გაიყვანა 78:74.


შემდეგ მეტოქემ სამი საჯარიმო სროლიდან ერთი გამოიყენა, თუმცა ქართველებმა ფარზე ბურთი დაკარგეს, ლიტველებმა სამქულიანი ჩააგდეს და ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირეს.


ბოლო წამებზე დიქსონმა ორი საჯარიმო სროლიდან ერთი გამოიყენა და მეტოქემ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.


ქართველთა მხრიდან გამორჩეული თორნიკე შენგელია იყო, მის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა იყო.


საუკეთესო ლიტველი კი უდაოდ კუზმინსკასი იყო, რომელმაც 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.


შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner