logo_geo
eng_logo
რუსი პარალიმპიელები არ შეიწყალეს
- +

6 სექტემბერი. 2017. 23:36


საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან გრძელდება.


რუსულმა მხარემ ოფიციალურად მოითხოვა საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობის აღდგენა და რუსი პარალიმპიელების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება, მაგრამ უარი მიიღო.


უარის შესახებ გადაწყვეტილება აბუ დაბიში, პარალიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც რუსულ მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტები წევრობის აღდგენისთვის.


აღმასკომის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რუსი პარალიმპიელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში.


წევრობის აღდგენისთვის აუცილებელია ერთი მთავარი კრიტერიუმის შესრულება - რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებების აღდგენა.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner