logo_geo
eng_logo
საქველმოქმედო მატჩში „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მსოფლიოს XI-მ GFF XI-ს ანგარიშით 6:5 სძლია
- +

29 სექტემბერი. 2017. 23:30


საქველმოქმედო მატჩი - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" უხვგოლიანი გამოდგა. მატჩში მსოფლიოს XI-მ GFF XI-ს ანგარიშით 6:5 სძლია.


საქველმოქმედო მატჩის - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, 403 214 ლარია. ამის შესახებ თამაშის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.


ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების თამაშის წინ, სტადიონზე მეხანძრე-მაშველებმა, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, საპატიო წრე დაარტყეს.


 

right_banner
არქივი
right_banner