logo_geo
eng_logo
საქართველო-უელსის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება
- +

6 ოქტომბერი. 2017. 04:09



საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. ოფიციალურ შეხვედრამდე 5 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო-არენაზე" გამართა.


ფეხბურთის ფედერაციის განცხადებიდან, ცნობილი გახდა, რომ საქართველო-უელსის დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ ფორმით ორივე ნაკრების წევრები საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" მეკარის, 31 წლის შოთა მამინაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ, რომელიც პირველ ოქტომბერს "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრამდე ტრაგიკულად დაიღუპა.


საქართველოსა და უელსის მატჩზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ზე, ასევე "დინამო-არენას" სალაროებში იყიდება.


მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 20:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.












 

right_banner
არქივი
right_banner