logo_geo
eng_logo
ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთიც დაამარცხა
- +

28 მარტი. 2018. 02:07



საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მეორე ამხანაგური მატჩი, ესტონეთის წინააღმდეგ, ისევ დამაჯერებლად - 2:0 მოიგო. 



ანგარიში მალევე გაიხსნა. ჯიმი ტაბიძემ, მე-6 წუთზე, ქართველების წამოწყებული იერიში გოლით დაასრულა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც მიითვალა.



სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, რაც საგოლე მომენტებშიც აისახა. მხოლოდ ნიკა კაჭარავამ დღევანდელ დაპირისპირებაში 4 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ასეთი ეპიზოდი კი დაახლოებით, ათი იყო.



35-ე წუთზე შედდევრი შექმნა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც შორეული მანძილიდან ფანტასტიური გოლი გაუტანა ესტონელებს - 2:0.

მეორე ტაიმში, ლიტვას მსგავსად, ქართველ ფეხბურთელებს ესტონელთა კარშიც აღარ გაუტანიათ გოლები. გიორგი მაკარიძეს კი სულ ორჯერ მოუხდა კარის დაცვა.

 

 

 

 


ვაისის გუნდმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა შეხვედრა.




წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×