logo_geo
eng_logo
ნანა ძაგნიძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დაასახელეს
- +

30 სექტემბერი. 2018. 00:55

 

 

„ფიდემ“ ნანა ძაგნიძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დაასახელა და „კაისას“ თასი გადასცა.

 

„კაისას“ თასი ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც ყოველ გაზაფხულს, გასული წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.

 

ხმის მიცემა ორ ეტაპად იყოფა – პირველ ეტაპზე მოთამაშე, რომელსაც 2300-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს და ითამაშა 10-ზე მეტი სარეიტინგო შეხვედრა, გზავნის აპლიკაციას, რომლითაც ჯილდოზე საკუთარ თავს წარადგენს. აგრეთვე, ყველა ქალ მოთამაშეს, რომელსაც 2400-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს, შეუძლია სამი მოთამაშის წარდგენა, გადაწყვეტილების მიღების წლის 20 თებერვლამდე.

 

მეორე ეტაპის დროს კი „ფიდეს“ კომიტეტები (ქალთა ჭადრაკის კომიტეტი და მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადის კომიტეტი) ხმის მიცემის გზით გამარჯვებულის ვინაობას ადგენენ.

 

გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×