logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულშია
- +

3 იანვარი. 2019. 17:12

 

 

დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვდა.

 

ესპანელ ალბერტ რამოსთან გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 1 795 ქულა დააგროვა და მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვდა. იმ შემთხვევაში, თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ქართველ ჩოგბურთელთან დამარცხდება, ბასილაშვილი ახალ რეიტინგში ოფიციალურად დაისაკუთრებს მე-20 ადგილს.

 

არ არის გამორიცხული, ბულგარელ დიმიტროვთან გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდეს.

 

ქართველი ჩოგბურთელი 2018 წლის ნოემბერში 21-ე ჩოგანი იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×