logo_geo
eng_logo
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
- +

14 თებერვალი. 2019. 23:19

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯადან ნინო თიბილაშვილი ოქროს მედლით ბრუნდება.

მან ჯგუფში შეხვედრები ისე მოიგო, რომ ოთხ მეტოქისგან მხოლოდ სამი ჩხვლეტა გაუშვა და საუკეთესო მაჩვენებლის მქონემ ასპარეზობა მეოთხედფინალიდან გააგრძელა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

მეოთხედფინალში ნინომ სძლია ამერიკელ შელბი ჯენსენს – 15:6, ნახევარფინალში ჰონკონგელ კა მან ლამს, ფინალში კი ტაილანდელ ატიტაია ჩუკერდს – 15:7 და მსოფლიო თასის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა 23 წლამდე ხმლით პარამოფარიკავეთა შორის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×