logo_geo
eng_logo
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ გერმანიას დაუპირისპირდება
- +

9 მარტი. 2019. 17:29

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი ქუთაისში 16:00 საათზე დაიწყება. დღეს „ბორჯღალოსნებმა“ „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

 

ნაკრების მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებენ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება.

 

„გვსურს, მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდიციაში შევხვდეთ“, - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

 

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბის წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ჰყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბს იმსახურებს“, - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

 

რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. „ბორჯღალოსნებმა“ სამივე თამაში მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა. გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner