logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა
- +

23 მარტი. 2019. 20:16

 

 

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დღეს დაიწყო. საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ფლობდნენ მცირე უპირატესობას, თუმცა ქართველი მცველები მეტოქის შეტევის მოგერიებას ახერხებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო როდრიგესის საჯარიმო დარტყმა გამოდგა, რომელიც ასხლეტის შემდეგ მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. რამდენიმე ეფექტური კონტრ იერიში „ჯვაროსნებსაც“ ჰქონდათ. 43-ე წუთზე საქართველოს სახიფათო შეტევა ყაზაიშვილის კარისკენ დარტყმით დასრულდა, თუმცა ზომერი ადგილზე იყო.

 

დაპირისპირების პირველი გოლი მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე გავიდა. მასპინძლების კარი ზუბერმა აიღო. გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის შემდეგ, მე-80 წუთზე, ორბურთიანი უპირატესობა ზაკარიას გოლით მოიპოვეს.

 

„ჯვაროსნები“ საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს სტუმრად, ირლანდიასთან გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×