logo_geo
eng_logo
ბორჯომში გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დაჭრეს
- +

12 ივნისი. 2019. 16:10

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ამ დრომდე ბორჯომის კლინიკაში რჩება.

 

„გულმკერდის და მუცლის ღრუს მიდამოებში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, ახლო მომავალში გავწერთ“, - განაცხადა ბორჯომის კლინიკის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.

 

შემთხვევა სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

მომხდარს ადასტურებენ შსს-ში. უწყებაში ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×