logo_geo
eng_logo
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებული გაეცნენ
- +

2 აგვისტო. 2019. 22:02

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან,  ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა. ძეგლები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

 

ალექსანდრე მოწერელიამ, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ტელეკომპანია „ფაზისის“, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობები დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ  მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საბავშვო ბიბლიოთეკის და სამხატვრო სკოლის შენობებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner