logo_geo
eng_logo
ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს
- +

13 აგვისტო. 2019. 16:00

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.

 

არქეოლოგიურ გათხრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ალექსანდრე მოწერელიას დეტალურად გააცნო არქოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.

 

გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner