logo_geo
eng_logo
კურორტ გომისმთაზე სახალხო დღესასწაული „გომისმთობა“ აღინიშნა
- +

14 აგვისტო. 2019. 01:19

 

კურორტ გომისმთაზე სახალხო დღესასწაული „გომისმთობა“ აღინიშნა. ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

 

„კურორტი გომისმთა, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური ლანდშაფტით, ყოველ ზაფხულს უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. ამ ეტაპზე კი, დაწყებულია კურორტის ელექტროფიკაცია, დაგეგმილია მთისკენ მიმავალი ცენტრალური 18 კმ.-იანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შემუშავდა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმაც“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.

 

სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად, აგვისტოში იმართება და კურორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner