logo_geo
eng_logo
ლევან ღირსიაშვილი: სოფელ საყავრეში მეხანძრეები ღამითაც გააგრძელებენ მუშაობას
- +

23 აგვისტო. 2019. 20:13

 

 

„სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ, იქნება თუ არა ხვალ ვეტმფრენების გამოყენების საჭიროება ეს დილის საათებში გადაწყდება“, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.

 

მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.

 

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ ეტაპისთვის ხანძრის გავრცელების არიალი არის შეზღუდული, ვითარება ექვემდებარება კონტროლს. ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები. მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო სამაშველო ტექნიკა და შესაბამისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, კერძოდ, ძლიერი ქარის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ხერხდება ხანძრის ლოკალიზების შენარჩუნება. რაც შეეხება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის ქრობა ლოკალიზებულ არეალში. მთელი ღამის განმავლობაში მას შემდეგ რაც ვერტმფრენები უკვე ვეღარ შეძლებენ მუშაობას ხილვადობის შეზღუდვის გამო, ჩვენი მეხანძრე მაშველები განაგრძობენ ლოკალიზებულ პერიმეტრზე მუშაობას", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და ზარალის ზუსტ ოდენობას, ეს ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

 

„მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ნებისმიერი დაუდევარი ქმედება თუ ბუნებრივი პირობები შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი. ზარალზე და შესაბამისად ფართობზე საუბარი დაზუსტებით მოხერხდება მას შემდეგ რაც მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე 10 ჰექტარ ფართობზეა საუბარი. 40 ჰექტარზე იყო დაკვალიანება, თუმცა ეს კიდევ დაზუსტდება. ჩაერთვება თუ არა ხვალ სამუშაოებში ვეტმფრენები, ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე. მზადყოფნა არის, ვეტმფრენები მზადყოფნაში იქნებიან. დილისთვის გვექნება ინფორმაცია დამატებითი ძალები იქნება თუ არა საჭირო“, - დასძინა ღირსიაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner