logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, ორ კარიერზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაასრულა
- +

19 სექტემბერი. 2019. 17:44

 

 

 

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ორ კარიერზე - ე.წ. კავთელაძეები 2 (4.21 ჰა) და „საშევარდნო“ (6.91ჰა), ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს „ნეზ გორგიამ“ განახორციელა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოს დაცვის დირექტორის, ირაკლი ნოზაძის განცხადებით, სამუშაოების შემდეგი ეტაპი, ზედა რანგში ბიოლოგიური რეკულტივაციის ჩატარება იქნება.

 

მისი თქმით, რეკულტივაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება სოფელ მღვიმევშიც, სადაც ე.წ. ჩაიებისუბანზე 5.64 ჰა ფართობის ტერიტორიის რეკულტივაცია მიმდინარეობს.

 

კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სქემის მიხედვით, 2019 წელს რეკულტივაციის სამუშაოები, ჯამურად, 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე, კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე განხორციელდება.

 

ამ ეტაპზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეკულტივირებულია 19.73 ჰა ფართობი.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner