logo_geo
eng_logo
კახეთის სატყეო სამსახურს გერმანიამ ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გადასცა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 22:15

 

კახეთის რეგიონის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.  ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გადასცეს.

 

როგორც „რეპორტიორს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, იქნება ეს სატყეოს სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, თუ ხანძარსაშიშ უბნებზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.



მათივე თქმით, აღნიშნული ტექნიკა და აღჭურვილობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტიან რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, კახეთის რეგიონში, ტყის ხანძრების რამდენიმე შემთხვევა იყო. შედეგად, რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი დაიწვა.  

 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner