logo_geo
eng_logo
მცხეთაში ავტოტრანსპორტით გადაადგილება სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი
- +

11 ოქტომბერი. 2019. 20:23

 

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 11 -დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. მცხეთის შესასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი. 

როგორც "რეპორტიორს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიტიის დეპარტამენტში განუცხადეს, 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, 13 ოქტომბერს 21:00 საათიდან დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა, 14 ოქტომბერს კი მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფისა და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში, 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner