logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა
- +

26 ნოემბერი. 2019. 18:46

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.

 

კომპანია „გრინრეზორტი“ პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. წელსვე იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც.

 

აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი  დასაქმდება.  „მწვანე ქალაქის“ პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ. „გრინრეზორტის" მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრო მობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner