logo_geo
eng_logo
ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

5 დეკემბერი. 2019. 11:03

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების  რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების    რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება;

 

ჩატარებული სამუშაოები  ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

 

პროექტის სავარაუდო  ღირებულებაა   284 000   ლარი.

 

საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. 

 

right_banner
არქივი
right_banner