logo_geo
eng_logo
სამეგრელოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:31

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 13-14 დეკემბერს, ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ რუხში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

სამედიცინო აქციაზე მოსულ დევნილებს გამოკვლევების ჩატარება შეეძლებათ შემდეგ სპეციასლისტებთან: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნერვლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ქირურგი,ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი და  ქირურგი. 

 

ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.

 

მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს 13 დეკემბერს ქ. ზუგდიდში „აიგ  პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში“ და 14 დეკემბერს სოფელი რუხის საჯარო სკოლაში  10:00-დან 17:00-მდე ჩაუტარებს.

 

 

 

მისამართი: ქ.ზუგდიდი 1 შესახვევი N2 , სოფელი რუხის საჯარო სკოლა.   

 

right_banner
არქივი
right_banner