logo_geo
eng_logo
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სამხედრო ჰოსპიტალი აკურთხა
- +

22 მარტი. 2020. 19:28

 

 

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია (გვაზავა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო აკურთხა.

 

 

კურთხევას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანიც დაესწრო.

 

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად 2 მარტს გამოცხადდა.

 

 

დღევანდელი მონაცემებით გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინე სივრცეში სულ 59 ადამიანი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო პირია. ჰოსპიტალში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner