logo_geo
eng_logo
მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება
- +

9 ივნისი. 2020. 15:49

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამში 2 594 აბონენტი.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, ნაჯახაოს და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელებთან  ერთად  დაათვალიერა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner