logo_geo
eng_logo
ჩხოროწყუში, ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით, 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია განხორციელდა
- +

10 ივნისი. 2020. 15:13

 

 

სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო. შპს „კოლხი 2018“-მა, ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით, 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.

 

ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა „ხარებას“ სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული, სახელმწიფო რწმუნებულმა  კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ“  გააშენა ძველი კოლხური ჯიში ოჯალეში, კოლხური საფერე და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის, მისასალმებელია, რომ სწორედ აქ  დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს ვინც დაინტერესებულია მევენახეობა მეღვინეობის განვითარებით, სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობას, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner