logo_geo
eng_logo
სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას 6 საუბნო ონკანის საშუალებით სასმელი წყალი უკვე მიეწოდება
- +

12 ივნისი. 2020. 20:22

 

 

სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას ათეული წლები სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელი ქონდათ. ისინი ძირითადად ჭის წყალს იყენებდნენ, რომელიც სასმელად არასტანდარტულია.  სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობამ   სასმელი წყალი უკვე მიიღო  მოწყობილი 6 საუბნო ონკანის   საშუალებით.

 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი მოსახლეობას შეპირდა, რომ მიმდინარე წელს სასმელი წყალი მეტი ინტენსივობით მიეწოდებათ.  ანუ სოფელში მოეწყობა რეზერვუარი და სასმელი წყლის მიღება ოჯახებს უკვე ინდივიდუალურად შეეძლებათ.

 

მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ზაზა მარიდაშვილს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისათვის.

 

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ლეონიძე.

 

right_banner
არქივი
right_banner