logo_geo
eng_logo
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

16 ივნისი. 2020. 10:17

 

 

ბათუმში, თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციას ბათუმის მერია ახორციელებს.

 

უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს.

 

ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება.

 

პროექტის ღირებულება 765 296 ლარს შეადგენს.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner