logo_geo
eng_logo
KfW-ს პროექტის ფარგლებში, ბათუმში წყალარინების სისტემა ეწყობა
- +

20 ივლისი. 2020. 10:26

 

KfW-ს პროექტის ფარგლებში, ბათუმში წყალარინების სისტემის მოწყობა ხორციელდება.

 

ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა, უკვე მიმდინარეობს გზების აღდგენა. ამჟამად, გზის აღგენითი სამუშაოები შარტავასა და რუსთაველის ქუჩებზე ხორციელდება.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს გამართული წყალარინების - საკანალიზაციო სისტემა ექნება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო.

 

"გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - KfW-ს მიერ, ბათუმში წყალარინების სისტემის მოწყობა ხორციელდება.

 

პროექტი საკმაოდ მსხვილი და გრძელვადიანია, შესაბამისად, ხდება ქუჩებისა და მისი მონაკვეთების სატრანსპორტო მოძრაობისთვის შეზღუდვა.

 

აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად შეიზღუდა მოძრაობა დაახლოებით 50-მდე ქუჩასა და მონაკვეთზე, რის გამოც ბათუმელებსა და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს დისკომფორტი ექმნებათ.

 

მესმის, რომ მოსახლეობისთვის ძნელია თვეების განმავლობაში ასეთ რეჟიმში გადაადგილება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტების დროულად დასრულება იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს გამართული წყალარინების - საკანალიზაციო სისტემა.

 

ამ ეტაპზე კი, ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა, უკვე მიმდინარეობს გზების აღდგენა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, დროულად მოვახდინოთ გზების გახსნა" - არჩილ ჩიქოვანი.

 

წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, რომელიც IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება, 17 მილიონ ევროს შეადგენს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner