logo_geo
eng_logo
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ მარტვილში პროექტები დაათვალიერა
- +

21 ივლისი. 2020. 17:46

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა მალხაზ თორიამ და  ლუდუკ ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან და მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვახას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ცემენტობეტონის გზა.  სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.

 

ასევე მიმდინარეობს ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 069 მეტრი ცემენტობეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდება.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილში დიდების მემორიალის ტერიტორია დაათვალიერეს. საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და იგეგმება მემორიალის აღდგენა, სადაც სხვადასხვა ომებში დაღუპული მარტვილელების უკვდავსაყოფად მოეწყობა ობელისკი. მემორიალთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner