logo_geo
eng_logo
ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების პროექტები აქტიურ ფაზაშია
- +

25 ივლისი. 2020. 12:34

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

 

სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ალამბარში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მიმდინარეობს სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით ქობულეთში გაზიფიცირდება 17  სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

ქობულეთში, კვირიკეს საავტომობილო გზაზე  ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. დასრულებულია ახალი ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და საფუძვლის მომზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად. რეაბილიტირებული გზით 170 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner