logo_geo
eng_logo
სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟო სისტემა წესრიგდება
- +

27 ივლისი. 2020. 15:20

 

 

 შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.    ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

 

სოფელ გვიმბალაურში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება,  ჯამში 13,5 კილომეტრი.  სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. 

 

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს აგვისტოს თვეში დაასრულებს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner