logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: მესტიაში მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი
- +

10 აგვისტო. 2020. 17:09

 

 

„ხუთი რაზმი უკვე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტში, მეექვსე გზაშია, და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი და მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია ვითარება მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროს კვლევა.

 

„მესტია გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე. შესვლა-გამოსვლის რეჟიმი გამკაცრდება. ყველა ზემოთხსენებული ჯგუფი PSR ტესტირებას ატარებს ჯერ სოფელ ლენჯერში და შემდეგ ტესტირების არეალი გაფართოვდება მთელ მუნიციპალიტეტზე“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner