logo_geo
eng_logo
მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება
- +

13 აგვისტო. 2020. 12:29

 

 

მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა მესტიაში განაცხადა.

 

მისი თქმით, მესტიის პარალელურად, ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ.

 

„გუშინწინ აღებული ტესტებიდან კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ყველა კონტაქტის გამოკვლევა განხორციელდა. დღეს დაიწყება გაფართოებული ტესტირებები მესტიაში. გუშინდელი გეგმა, რომ ფართოდ გაგვეშალა გეოგრაფია, ოდნავ შეიცვალა და დღეს მეტი მობილიზება მოხდება მესტიაში. თუმცა, პარალელურად რამდენიმე სოფელშიც დადიან ეპიდემიოლოგები. რაც შეეხება ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანას, ეს პროცესი გრძელდება. სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოგვყავს ტურისტები მესტიაში, ხოლო აქედან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაჰყავს საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner