logo_geo
eng_logo
ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლა დაიტბორა
- +

16 სექტემბერი. 2020. 12:33

 

ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლის ეზო, სარდაფი და საპირფარეშოები უკვე მეორედ დაიტბორა.

 

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის განცხადებით, ამ დრომდე წყალი დგას სკოლის მთელ პერიმეტრსა და საპირფარეშოებში.

 

დაზიანებულია შენობის ინფრასტრუქტურა, რომელიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

 

გიორგი ბუღრიძის თქმით, შენობის დატბორვა წვიმის გარდა, სოფელში მდებარე კერძო პირების კუთვნილი ტბების გადავსებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

 

სტიქიის შედეგებზე რეაგირებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან სოფელში არავინ ჩასულა.

 

კასრისწყალის საჯარო სკოლა პირველად მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიტბორა.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner