logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს
- +

11 მარტი. 2016. 13:30


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ადასტურებს.


თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.


ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად „ქართული პარტიის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.


 

right_banner
არქივი
right_banner