logo_geo
eng_logo
მაჭახელას ხეობაში მოსახლეობა მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს
- +

18 თებერვალი. 2016. 11:35



პროტესტი მაჭახელას ხეობაში - მოსახლეობა მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას და მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათების დაწესებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ათიდან მხოლოდ ერთმა მიიღო. მიზეზი კი ე.წ. მთის საბჭოს გადაწყვეტილება გახდა.


მოსახლეობა აცხადებს, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო ადგილობრივები მთიდან ბარში გადადიან საცხოვრებლად.


პროტესტის შემდეგ ხელვაჩაურის გამგეობაში გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტაცია მთის საბჭოს დღეს კიდევ ერთხელ გადაეგზავნება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×