logo_geo
eng_logo
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს
- +

15 დეკემბერი. 2016. 13:57


 


უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს. აკრძალულია ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.


თელავის საგზაო სამმართველოს დირექტორის თენგიზ გვერდელაშვილის განცხადებით, გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში კი, ქვიშა-მარილის მოყრა.


მისივე თქმით, მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. საჭიროების შემთხვევაში, თოვლის ინტენსივობის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რათა მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.



 

right_banner
არქივი
right_banner