logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს
- +

16 დეკემბერი. 2016. 00:07


 


ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მე მათ ვუთხარი, რომ გადადგომას არ ვაპირებ. მათ თქვეს, რომ პრეზიდენტის გადადგომის გარდა, სხვა საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ აქვთ. ჩვენ შევთანხმდით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.


მოლაპარაკებები ორი საათის გამავლობაში გრძელდებოდა.


სოხუმის ცენტრში, თეატრის წინ მდებრე მოედანზე ოპოზიციური პარტია "ამცახარას" მიერ ორგანიზებული საპროტეტსტო აქცია დილიდან დაიწყო. დემონსტრაციაში ორი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი დეფაქტო პრეზიდენტს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომამდე დაშლაზე უარს აცხადებენ.



 

right_banner
არქივი
right_banner