logo_geo
eng_logo
ძლიერი აფეთქება გუდაუთაში დისლოცირებულ ყველაზე დიდ რუსულ ბაზაზე - გარდაცვლილია 3 სამხედრო
- +

16 დეკემბერი. 2016. 13:23



ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში დისლოცირებულ ყველაზე დიდ რუსულ სამხედრო ბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის 2 ჩეჩენი მებრძოლია.


როგორც „ნიუპოსტს" ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობეს, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. თავდაპირველად ცეცხლი საწვავის ავზს გაუჩნდა, რამაც იარაღის საწყობის აფეთქება გამოიწვია.


ბოლო ინფორმაციით, დაშავებულები აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანს კიდურების ამპუტაცია სჭირდება.


ადგილობრივი ექიმები რუსეთიდან სამედიცინო ვერტმფრენს ელოდებიან, რომ დაშავებულები მოსკოვში გადაიყვანონ.


მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner